LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგმართავთ ემიგრანტებს, სადაც იმყოფებთ, უცხო ქვეყანაში, ილოცოთ მასზე, მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცოცხალი დაუბრუნდება ოჯახს“ – ქართველ მეზღვაურს, რომელიც გემიდან გადავარდა 10 დღეა ეძებენ

195
Capture

„სასწრაფოდ გააზიარეთ რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს, დაახლოებით დღის 4 საათისკენ მიმავალი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური უჩა მიქელაძე.

შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი უმორჩილესად გთხოვთ ყველას დაგვეხმარეთ გავრცელებაში, უკვე 10 დღე გავიდა და დღემდე ვერ ვპოულობთ.

ოჯახის თხოვნაა, ვისაც თუ რაიმე სახის დახმარება შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პოვნაში.

ოჯახის საკონტაქტო ნომერი, მამა: 593 02 37 16

Email: [email protected]

Whatsapp: +995 593 02 37 16

ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს ელოდე და იმედი იქონიე… მე შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს სადაც იმყოფებთ მაგ უცხო ქვეყანაში ილოცოთ მასზე,მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცოცხალი დაუბრუნდება ოჯახს… ღმერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ და გაგახაროთ ჩემო ძვირფასებო ასე რომ მიიტანეთ გულთან ეს ამბავი… არასდროს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის.. ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყელას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული“ ,- წერს შოთო სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები