LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგო – ლიზინგის მრავალფეროვნება

2925
Untitled-4-1

ნებისმიერი ძვირად ღირებული ქონების შეძენა საჭიროებს ერთიან თანხას. ერთიანი თანხის ფლობა კი დაკავშირებულია ან ფულის შეგროვებასთან და სანაცვლოდ დროის რესურსის დანახარჯთან, ან საჭიროა რაღაც სხვა გამოსავალი, ვიღაცის თუ რაღაცის ფინანსური მხარდაჭერა. საფინანსო ორგანიზაციები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ მაშინ, როდესაც ადამიანს არ აქვს ერთიანი თანხა ეს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ მათ. ავტოსესხი, განვადება, ლომბარდი, ლიზინგი სხვადასხვა უძრავი და მოძრავი ქონების მარტივად შეძენის გზებია. ეს ტექსტი კი კონკრეტული ქონების ტიპის, სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად და მოკლე დროში შეძენის გამოსავალს შეეხება.

როდესაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, მკითხველს თავდაპირველად თავში აზრად, ალბათ, ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მოუვა. სინამდვილეში, ადამიანს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება ჰქონდეს სესხისა თუ ლიზინგის საჭიროება, თუმცა ქართული საფინანსო ორგანიზაციები ძირითადად ავტომობილთან დაკავშირებული ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობენ მომხმარებლებს.

მოგო არის საერთაშორისო ბაზრიდან შემოსული კომპანია, რომელიც ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას ლიზინგის მრავალფეროვნებით პასუხობს. ავტო ლიზინგი, სკუტერის ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი და უკულიზინგი – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლით სარგებლობაც მომხმარებელს მოგოში შეუძლია.

მოდით, განვიხილოთ თითოეული:

ავტო ლიზინგი

ავტო ლიზინგი მომხმარებელს სთავაზობს სასურველი ავტომობილის მოკლე დროში შეძენას. რეალურად, ბაზარზე ავტო ლიზინგის შინაარსის სერვისი არის ავტო სესხი, განსხვავება კი დეტალებშია. ავტო ლიზინგით სარგებლობის პროცესი საკმაოდ მარტივი და ხანმოკლეა. მოგოსგან შესაძლებელია 100 000 ლარამდე თანხის მიღება, რომლის დაფარვაც 84 თვის განმავლობაში შეუძლია ადამიანს. როგორც წესი, ავტო სესხის შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაციისგან მისაღები თანხის მაქსიმუმი უფრო დაბალია და მიღებული თანხის უკან დაბრუნებისთვის მაქსიმუმ 72 თვე აქვს.

სკუტერ ლიზინგი

ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის არც ისე დიდი ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია მომხმარებელს ქართულა ბაზარზე. მოგოს სკუტერ ლიზინგი მართალც განსაკუთრებული პროდუქტია. თავად სკუტერი კი კიდევ უფრო განსაკუთრებული. მისი ეკონომიურობა, დაბალი წვა, ქალაქის დატვირთული ქუჩებში სწრაფი გადაადგილების საშუალება, რომელსაც არასდროს აქვს პარკინგის პრობლემა, ეკომეგობრულობა – ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი სკუტერისა, თუ მოპედის დადებითი მახასიათებლებისა.

რაც შეეხება სკუტერ ლიზინგით სარგებლობის პირობებს, იმისთვის, რომ მომხმარებელმა მოგოში ეს სერვისი მიიღოს, აუცილებელია შეარჩიოს ახალი და არა მეორადი სკუტერი მოგოს პარტნიორ სადგომებში. პარტნიორი სადგომები კი შემდეგია:

  • Scootscoot.ge
  • Mopeddepot.ge
  • Tvsgeorgia.ge
  • Lionsp.ge

სპეც ტექნიკის ლიზინგი

სპეც ტექნიკის ლიზინგი გულისხმობს ტრანზიტ მოდელების, ანუ გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგს. ამ სერვისის დამატება, პრაქტიკულად, არის მოგოს მხრიდან მომხმარებლის ხელშეწყობა, რომ მან დააგენერიროს დამატებითი შემოსავალი. მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალება გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ავეჯის, სამშენებლო-სარემონტო მასალებისა თუ სხვა სახის ტვირთის გადაზიდვას.

სპეც ტექნიკით სარგებლობისთვისაც აუცილებელია გარკვეული პირობების დაკმაყოფილება, მაგალითად:

  • სპეც ტექნიკა უნდა იყოს 1997 წლის შემდეგ გამოშვებული
  • B კატეგორიის
  • 5 ტონამდე

და შემდეგი მოდელებიდან ერთ-ერთი:

  • Ford – Transit
  • Daihatsu – Hijet
  • Suzuki – Curry Truck
  • Subaru – Sambar-truck
  • Mitsubishi – Minicub

უკულიზინგი

ზემოთ ჩამოთვლილი მოგოს თითოეული სერვისი მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას მაშინ, როცა მას არ ჰყავს რაიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალება. უკულიზინგი კი მომხმარებელს მაშინ სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას, როცა მას ჰყავს ავტომობილი და საჭიროებს ნებისმიერი მიზნით ერთიან თანხას თანაც ისე, რომ არ სურს დაკარგოს მანქანის სარგებლობის უფლება. იხილეთ მეტი უკულიზინგსა და ავტოლომბარდის შესახებ.

ასეთია მოგოს პროდუქტების ჩამონათვალი და ლიზინგის მრავალფეროვნება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g