მანქანის, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად დღეს უამრავი რესურსის მოძიება შეუძლია ადამიანს. თუკი მომხმარებელს ერთიანი თანხა არ აქვს, შეუძლია მოიძიოს მრავალი საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც მას აუცილებლად გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას. მსგავსი ფინანსური ორგანიზაციების რიგს ეკუთვნის მოგოც, რომელიც მომხმარებელს ლიზინგის დახმარებით სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების სწრაფად და მარტივად შეძენას.
იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე მრავალი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისი არსებობს მანქანის, თუ სხვა ტრანსპორტის შესაძენად, რთულია მომხმარებელმა გამოარჩიოს რომელია მასზე ყველაზე უკეთ მორგებული შეთავაზება.
მოცემული ბლოგით გაგაცნობთ სალიზინგო კომპანია მოგოს იმ უპირატესობებს, რომლებიც მომხმარებლისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტ როლს ასრულებს სერვისით სარგებლობისას:
მოგოს გააჩნია პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება
დღეს ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები თავიანთი პროდუქტებით, იქნება ეს ავტო სესხი თუ ლიზინგი, მომხმარებლებს ძირითადად ავტომობილის შეძენას სთავაზობენ. სინამდვილეში კი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა მრავალი სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზეა. მოგო პასუხობს მომხმარებლების ამ მოთხოვნას და გარდა ავტო ლიზინგისა, მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ ლიზინგის დახმარებით შეიძინონ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები (მოპედი და სკუტერი), სპეც ტექნიკა (გადამზიდი ტიპის ტრანსფერ მოდელები) და ამასთან ერთად, მათ სთავაზობს უკულიზინგს, რაც ერთგვარად ავტო ლომბარდის დანიშნულების პროდუქტია და მომხმარებელს მანქანის უზრუნველყოფით თანხის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
მოგო – ერთ-ერთი ან ერთადერთი გამოსავალი მანქანის შესაძენად
მრავალი მომავალი მძღოლი შეიძლება ჩავარდეს სიტუაციაში, როცა საქმიდან გამომდინარე სწრაფად ესაჭიროება ავტომობილის შეძენა, თანხის შეგროვებას დიდი დრო უნდა და ერთადერთი გამოსავალი ბანკისგან, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციისგან დახმარებაა. ის ფაქტორიც კი, რომ მომხმარებელს ახალი დაწყებული შეიძლება ჰქონდეს მუშაობა და ჯერ არ ჰქონდეს სტაბილური შემოსავლის ისტორია, იქნება გამომწვევი იმისა, რომ ბანკმა ავტო სესხი არ გასცეს. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია მოგოს ლიზინგი, რომელიც არაერთხელ დახმარებია მსგავსი პრობლემის წინაშე მდგარ მომხმარებლებს.
მოგო, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო
როგორც დასაწყისში აღინიშა, მოგოს ავტომობილის გარდა სხვა ბევრ სატრანსპორტო საშუალებაზე აქვს ლიზინგის სერვისი. ეს სერვისები კი მეტწილად არსებობს იმისთვის, რომ დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ზოგიერთი ისეთი ტრანსპორტი, რომელიც მათ საქმიანობაში და დამატებითი შემოსავლების გენერირებაში დაეხმარება. სკუტერი, მოპედი, გადამზიდი ავტომობილები – ეს ის ჩამონათვალია, რომლებზე მარტივ წვდომასაც მოგო მომხმარებელს ლიზინგის დახმარებით სთავაზობს და რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა საქმიანობაში.
მოგო და სწრაფი და მომხმარებელზე მორგებული სერვისი
ნებისმიერ სერვისზე საუბრისას მისი შეფასების უმთავრესი ინდიკატორი არის ხარისხი. ხარისხი კი მრავალ დეტალში გამოიხატება, მათ შორის, სისწრაფესა და იმაში, თუ რამდენადაა ეს სერვისი მომხმარებელზე მორგებული. სისწრაფის ნაწილს რაც ეხება, აღსანიშნავია რომ ყველა ის პროცედურა, რომელმაც მომხმარებელი სალიზინგო ხელშეკრულების დადებამდე უნდა მიიყვანოს, არის ძალიან მარტივი. პირველი ნაბიჯიდან, განცხადების ონლაინ შევსებიდან ბოლო ნაბიჯამდე, კომპანიასთან სალიზიგო ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭირო დრო სულ რაღაც 1-2 სამუშაო დღეა.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, რომელიც სასურველი ავტომობილის შეძენის შემდეგ, კომპანიისთვის თანხის პერიოდულ გადახდას გულისხმობს, ძალიანაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს. ეს გამოიხატება იმასში, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემა, რომელიც შეიძლება გადახდის პროცესში შემაფერხებელი აღმოჩნდეს, არის აღმოფხვრადი თუკი იარსებებს დროული კომუნიკაცია მომხმარებელსა და მოგოს შორის.
იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.
R