LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვეხმარეთ გთხოვთ… თბილისში, ქუჩაში, დაახლოებით, 70 ავადმყოფ და უსახლკარო ადამიანს სძინავს, უმრავლესობა პირდაპირ ქუჩაში იღუპება, გადავწყვიტეთ საცხოვრებელი კონტეინერების შეკვრა, რამდენიმე მაინც გადავარჩინოთ ზამთარს“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

175
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, იმ ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდნენ, რომლებიც თბილისის ქუჩაში ცხოვრობენ და ღამით ღია ცის ქვეშ სძინავთ.

„ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი დამიწერია და გთხოვთ, წაიკითხოთ!

თბილისში ახლა, დაახლოებით, 70 ავადმყოფ და უსახლკარო ადამიანს სძინავს პირდაპირ ქუჩაში. ამათზე მეტი, ნანგრევებში და მშენებლობებში შემძვრალი წევს. რაოდენობა ყოველდღე იცვლება. ამათ, ზოგს თავშესაფარი არ იღებს, ზოგს საბუთები არ აქვს, ზოგს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერც დაელაპარაკებით. ამათი უმრავლესობა პირდაპირ ქუჩაში იღუპება და მათს, ვერც არსებობას გრძნობს და ხედავს ვინმე და ვერც გარდაცვალებას. რა ტანჯვას გადიან, თუ წარმოგიდგენიათ.

ზოგი სადღაც გადახურულში გვყავს შეფარებული, ზოგისთვის სარდაფი ნაქირავები, ზოგი უკვე გამოყარეს პატრონებმა, ზოგს დღე-დღეზე გამოაგდებენ.

რადგან, არსად ამათი ადგილი არ გამოჩნდა, მოხალისეები მთელი გულით ვეცდებით რამე შევცვალოთ და რამდენიმე მაინც გადავარჩინოთ ზამთარს.

გადავწყვიტეთ, სენდვიჩ-პანელებისგან საცხოვრებელი კონტეინერების შეკვრა და რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ადამიანის შესახლება. პირდაპირ კონტეინერის ყიდვა, ერთი ცალი 8 000-მდე ჯდება, ამიტომ მასალას ვიყიდით და ჩვენით ავაწყობთ, მეტი რომ გამოვიდეს. რამდენიმე ადამიანის შესახლებაც რომ მოვახერხოთ, რამდენიმე სიცოცხლეს გადავარჩენთ. ვინმემ თუ იცით კარგი აწყობა, მოგვეხმარეთ გთხოვთ.

მოგმართავთ კომპანიებს, ბიზნესმენებს, მსხვილ საწარმოებს, პოლიტიკოსებს, ბოლო-ბოლო არჩევნები მოდის და მართლა სირცხვილია, ქუჩაში ამდენ ხალხს ეძინოს ამ პატარა ქვეყანაში. თქვენგან ფული არ გვინდა, უბრალოდ მასალა იყიდეთ და ჩვენით ავაწყობთ და დავდგამთ და შევასახლებთ.

დანარჩენებმა, ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა, მომეხმარეთ, ერთად დავიწყოთ ეს საქმე და რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ადამიანი გადავარჩინოთ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

ყველაფერი გამოგვივა“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი დამიწერია და გთხოვთ წაიკითხოთ❗ თბილისში ახლა დაახლოებით 70 ავადმყოფ და უსახლკარო ადამიანს…

Posted by Akaa Sinjikashvily on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები