სამოგზაუროდ ყველაზე საინტერესო რაიონი პორტუგალიაში მდებარეობს. საუბარია, ლისაბონის სან-ჟორჟი-დი-აროუშზე, რომელსაც მოგზაურთა პორტალმა Time Out-მა პირველი ადგილი მიანიჭა.
ექსპერტთა შეფასებით, აროუში ეს არის მულტიკულტურული ცენტრი, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ რომ ქუჩის ხელოვნებას გაეცნონ, ნახონ ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის სამზარეულო დააგემოვნონ.
მეორე ადგილი ტოკიოს სიმო-კიტაძავას ერგო. რაიონი, რომელსაც ტოკიოს ბრუკლინსაც უწოდებენ ხოლმე, ვინტაჟური მაღაზიებით და ცხარე საკვების რესტორნებითაა ცნობილი.
ლიდერთა სამეულს ნიგერია და ლაგოსის რაიონი – ონიკანი ასრულებს. ისტორიულ დასახლებას მოგზაურები მრავალფეროვანი არქიტექტურის სანახავად აკითხავენ ხოლმე.
საუკეთესო სამეზობლოთა სიაში მოხვდა ბერლინის მულტიკულტურული დასახლება – ვედინგი. რაიონი ცოცხალი ბაზრობებით, ტრადიციული საკვები ობიექტებით და საზოგადოების თავშეყრის ადგილებითაა ცნობილი.
მეხუთე ადგილი ლოს-ანჯელესის ისტორიულმა – ფილიპინურმა ქალაქმა დაიკავა. ექსპერტები ამ ადგილს კულტურათა შერწყმის მთავარ წერტილს უწოდებენ. განსხვავებით ბევრი განვითარებული რეგიონისგან, დასახლებამ აუთენტური ხასიათი ამ დრომდე შეინარჩუნა.