LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურთა პორტალმა იტალიის ყველაზე ლამაზი სანაპიროები დაასახელა

390

Tripadvisor-მა იტალიის ყველაზე ლამაზი სანაპიროები დაასახელა. მოგზაურთა პორტალმა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და ის ტრადიციულად მოგზაურთა შეფასებებზეა დამყარებული. წელს იტალიის ყველაზე მოთხოვნადი სანაპიროს ტიტული – სიცილიას ერგო, ხოლო რეიტინგში ყველაზე მეტჯერ მაინც სარდინია მოხვდა. პირველ ადგილს ე.წ. „კურდღლების სანაპირო“ იკავებს. ექსპერტთა შეფასებით, ადგილმა ეს წოდება სისუფთავის, სასტუმროებისა და რესტორნების ხარისხის, დასასვენებელი ადგილების, ხელმისაწვდომი ფასებისა და ზოგადად მაღალი სერვისის გამო დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები