გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურა მანჯავიძე, ოთარ ტატიშვილი და გიორგი წერეთელი ესტუმრნენ.
– პირველი შეკითხვა ოთართან მაქვს, როგორ დაიკელი წონაში?
– ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც სერიალში დავიწყე თამაში. თუკი სუფრასთან კარგად ვიკვებები, მთელი კვირა ნორმირებული კვება მაქვს.
– ზურა შენ როგორ ხარ?
– ველოდი თქვენგან დაპატიჟებას და როგორც კი დამირეკეთ მაშინვე მოვედი. ”ფორტეს” ახალი სიმღერა აქვს, მალე მოვიტანთ.
– ვისაუბროთ შენს შოუზე და იმ დუეტებზე, რომელიც შენ დანერგე…
– სეზონი რომ დავიწყეთ ”მაესტროზე”, გადავწყვიტეთ რამე ახალი გაგვეკეთებინა. ვიფიქრეთ, რომ უნდა ჩამეწერა სიმღერები ცნობილ მომღერლებთან და გაგვეშვა მესამე ბლოკში. ჩემს გადაცემაში სტუმრად მყავდა ცნობილი ტრომბონისტი, ჯაზ მენი ფრედ უესლი. არავის ამ დონის მუსიკოსი სტუმრად არ ყოლია. ჩემი არსებობის განმავლობაში ასეთი დაბალი რეიტინგი არასოდეს მქონია. რაც შეეხება დუეტებს, ყველა ტექსტი არის იუმორისტული, სპეციალურად ამ დუეტისთვის დაწერილი, გიორგი წერეთელი დაგვიდგა გვერდით და სცენარისტების მიერ დაწერილ ტექსტებს საბოლოო სახეს ის აძლევს ხოლმე. ყველა ტექსტი მისი დაწერილია, გარდა დათო არჩვაძესთან და დათო კენჭიაშვილთან ჩაწერილი დუეტებისა.
გიორგი წერეთელი: – ოთარ ტატიშვილი ძალიან კარგია და კარგია რომ მოიწვიეთ აქ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ის სიმღერის აზრზე არ არის.
– გიორგი, რა გამოხმაურება მოყვა ამ სიმღერებს?
– პატრული რომ მაჩერებს და მე მხედავს საჭესთან, მეუბნებიან, შენ ის არ ხარ პატრულზე რომ მღერიო? იდეა იყო ოთარის. მან დამირეკა თავდაპირველად. საუბარია სიმღერაზე ”დაჭეჭყილი ზაბორი”. ძალიან რეიტინგული გამოდგა. ამ იუმორისტულ პროექტში ჩართულია ყველა ქართველი მომღერალი, ყველას თავისი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ ყველა მათგანი ”ჩვენი მიმდინარეობით” ძალიან კმაყოფილი რჩება. მათ თავიანთ პროგრამაში შოუსათვის დაწერილი სიმღერებიც შეაქვთ.
– ფხიზლად წერენ ხოლმე ამ სიმღერებს?
– ერთი ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც შეზარხოშებულები იყვნენ, თუმცა პროფესიონალიზმი ძლევს ხოლმე…
– ვინ არჩევს მომღერლებს?
ოთარი: – რაც დაიწყო ეს პროექტი, ძირითადად ყველა ჩემი მეგობარი გვყავდა. მაგალითად ზურას 1991 წლიდან ვიცნობ, კალათბურთს ვთამაშობდით ხოლმე. შემდეგ რადიოში გადაცემაც მიგვყავდა ერთად.
– რამდენად რეიტინგულია შენი გადაცემა?
– ძალიან კმაყოფილი ვარ. იქიდან გამომდინარე რა დაფარვაც აქვს ტელეკომპანია ”მაესტროს”, ძალიან კარგი შედეგები აქვს. ახალი სეზონიდან ახალ რაღაცეებს მოვიფიქრებთ.
– გიორგი, სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე?
– ამერიკაში ჩემი და ლოლიტას კონცერტი დაიგეგმა. ერთ თვეში ალბომის პრეზენტაცია მექნება და რა თქმა უნდა მოვალ ისევ თქვენთან. მინდა ოთართან ჩაწერილი დუეტების ალბომიც გავაკეთო.
ზურა: – ამერიკაზე გაცვალა სამშობლო. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ”ფორტე” გასტროლს ელოდება. ახალი სიმღერებიც გვაქვს. ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა სოლო კონცერტი და სექტემბრიდან დავიწყებთ ამ საკითხზე ზრუნვასაც.
– ახალ სიმღერაზეც ვისაუბროთ…
ზურა: – დამირეკა ოთარმა და მიმიწვია შოუში. შემდეგ შემომაპარა დუეტიც და მე სიამოვნებით დავთანხმდი, ხვეწნა-მუდარა არ დამჭირვებია, ზოგადად უარის თქმა მიჭირს.
გიორგი: – ოთარს აქვს აბსოლუტური მუსიკალური სმენა და ეს ხელს მიწყობს ძალიან. რასაც მე ვმღერი კარგად იმეორებს. ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. ხმა არ არის მნიშვნელოვანი, ოთარი მაშინვე იჭერს ხასიათს და ასე იქმნება ულამაზესი პროდუქტი, რომელსაც მე რესტორანში გავყიდი. ყველა სიმღერა იწერება გიორგი დათიაშვილთან ერთად, ის გვიდგას გვერდით.
ოთარი: სიმღერას ჰქვია ”ფულები, ფულები”, მაგრამ არის სიყვარულზე. მე და ზურას ერთმანეთი კი არ გვიყვარს, ჩვენს შორის ფულია. მე შევასრულე სოლო კლარნეტზე. ამ სიმღერას აქვს ჯაზური ფინალი.
გიორგი: – ბეგი, შენ იცი რომ ყოველთვის ვცდილობ სიმღერა გაჰიტდეს. როდესაც ეს სიმღერა ჩაიწერა და მოვისმინე, ჩემი წინათგრძლობა მეუბნება, რომ გაამართლებს, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ”პაჩები, პუჩები”, ”ალუბლები, ალუბლები”…
ოთარ ტატიშვილი – ზურა მანჯავიძე – ფულები
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები