ინტერნეტში გამოჩნდა ადელის ახალი სიმღერა Water Under the Bridge, რომელიც მის ახალ ალბომში რიგით მესამე ტრეკია. სიმღერა ადელმა ჯიმი ფელონის შოუში შეასრულა და აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.
შეგახსენებთ, რომ ადელის ახალმა ალბომმა „25“ ამერიკაში ყველა არსებული რეკორდი მოხსნა. ის გამოსვლიდან ორ დღეში 2,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.