იპოთეკური სესხის აღება უძრავი ქონების შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო სერვისია, რაც საბანკო სექტორმა მომხმარებელს შესთავაზა. ესაა შესაძლებლობა იყიდო, ააშენო, გაარემონტო და იცხოვრო სახლში დღეს და გადაიხადო ხვალ.
როგორც წესი, იპოთეკური სესხი ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთან იყო ხოლმე დაკავშირებული, თუმცა, უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმამ area.ge შესაძლებელი გახადა, მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი სასურველი ქონების შესაძენად.
როგორ?
არეაზე არჩევთ თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებულ უძრავ ქონებას, იქნება ეს სახლი აგარაკი, ბინა თუ სხვა. განცხადებაში ჩაშენებული იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალით გადადიხართ იპოთეკური სესხის გვერდზე, ავსებთ აპლიკაციას შემდეგი ინფორმაციით – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი და ელოდებით ბანკის წარმომადგენელს, რომელიც დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და შესათანხმებლად.
ბუნებრივია სესხის აღებამდე მსესხებელს აინტერესებს პირობები. არეაზე არსებული სესხის კალკულატორი იძლევა საშუალებას გამოთვალოთ რა თანხა დაგჭირდებათ სასურველი ქონების შესაძენად, რამდენი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რა ვადით მოგცემთ ბანკი სესხს, რამდენის შეტანა მოგიწევთ ყოველთვიურად, რამდენი იქნება თანამონაწილეობისთვის საჭირო და.ა.შ. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, უკვე შეძლებთ გააკეთოთ განაცხადი.
area.ge – დან რომელ ბანკში შევძლებ განაცხადის გაკეთებას სესხის მოთხოვნის თაობაზე?
არეა არ ზღუდავს მომხმარებელს და აძლევს საშუალებას ერთდროულად სამ ბანკში გააკეთოს იპოთეკური სესხის მოთხოვნა, ესენია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ტერა ბანკი. მსურველი განაცხადს აკეთებს სამივე ბანკში ერთდროულად და ბანკიდან უკუკავშირის მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომელთან გააგრძელოს ურთიერთობა მათ მიერ შემოთავაზებული პირობების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ იპოთეკური სესხის აღებისთვის საჭიროა ქონებით უზრუნველყოფა. იპოთეკით შეგიძლიათ დატვირთოთ როგორც უკვე თქვენს მფლობელობაში არსებული სხვა ქონება, ასევე ის, რომლის შეძენასაც სესხით აპირებთ.
area.ge საუკეთესო პლატფორმაა უძრავი ქონების მოსაძებნად, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების ფართო არჩევანს. მაძიებელს შეუძლია არეაზე დაათვალიეროს როგორც მეორადი უძრავი ქონება, ისე მიიღოს ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ.
იპოთეკური სესხი area-ზე არის შესაძლებლობა იყიდოთ სასურველი ქონება და გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები.
არეას პარტნიორია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანია, საქართველოს მასშტაბით. ამ პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, როგორც დეველოპერული კომპანიის, ისე კონკრეტული პროექტის შესახებ, ამასთან ეძლევა შესაძლებლობა დაათვალიეროს გასაყიდი ბინები, დეტალური აღწერითა და ფასით.
გარდა ამისა, არეაზე შესაძლებელია დეველოპერების მიერ განსაკუთრებული შემოთავაზებების, მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ერთი ორად ზრდის სასურველი ქონების პოვნის შანსს.
(R)