LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოიყვანეს ტრენერი, რომ დაიწყოს ვარჯიშები” – დღეიდან სააკაშვილი კვების სრულყოფილ რეჟიმს უბრუნდება

85
KIEV UKRAINE - Jun 23 2015: Chairman of the Odessa Regional State Administration Mikhail Saakashvili during a meeting of the National Council of the reforms in Kiev

ექსპრეზიდენტის ექიმების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, რის საფუძველზეც დღეიდან მას კვების ნაწილში შეზღუდვა აღარ ექნება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება სისუსტე, რაც უმოძრაობით აიხსნება.

„კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება. ფიზიოლოგიურ კვებაზე იყო, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებს მაინც ვზღუდავდით და არ ვაძლევდით. ხვალიდან იქნება უკვე ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე, კვებას ნამდვილად კარგად ითვისებს. ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ცილა, აქვს ყველა ნორმაში. ბევრი რამ არის მოხსნილი – კალიუმიც მოხსნილია, 3 დღეში ერთხელ ვაწვდით და იმასაც ხვალიდან საერთოდ მოვხსნით, მაგნიუმიც მოხსნილია. ის ნუტრიენტები, მიკრო-მაკრო ელემენტები, რომლებიც ჰქონდა დანიშნული, იქნება მოხსნილი. ანალიზები ნორმაშია, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა.

რაც შეეხება სისუსტეს, ნამდვილად არის, თუმცა, ეს სისუსტე, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ვიცით რამდენი ხანია აქ და რამდენი ხანი იყო მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩვენ კონსილიუმი არ ვყოფილვართ – ამდენად, იქაც არ მოძრაობდა, არც აქ, თვითონ არ აქვს სურვილი, რომ ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინ, როდესაც ვიყავით, ვთხოვდით, რომ დაეწყო ვარჯიში. ამიტომ ამოიყვანეს დღეს ტრენერი, რომ იმასთან ერთად დაიწყოს ვარჯიშები. სურვილი არ აქვს, ეს დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, ეს არის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რაც მხოლოდ ფსიქიატრებს შეუძლიათ, რომ შეაფასონ. კარგი იქნება ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, ამის მაგივრად იქნებ დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ, მაშინ მკურნალობა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც იქნება გასაგები“, – განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები