საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოხარულია, რომ რეგიონულ ტურნეს ზუგდიდიდან იწყებს.
„თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე – ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი იმიტომ, რომ ზუგდიდი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ის ადგილი არის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე – ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.