პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აფასებს.
პრემიერი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ღარიბაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ კონფერენცია ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად შესანიშნავი პლატფორმაა:
“მოხარული ვარ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ვმონაწილეობ. მართლაც გამორჩეული პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად!
საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით საერთო ფასეულობებისა და იდეალების განსახორციელებლად, რაც უზრუნველყოფს უფრო დიდ უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია პრემიერის “ტვიტში”.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 18-20 თებერვალს იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია.
Delighted to participate in #MSC2022. Truly an outstanding platform to discuss traditional & contemporary security challenges! ?? stands alongside the int’l community in pursuit of advancing common values & ideals that can ensure greater security across the region & beyond.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 18, 2022