LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხრილი Galaxy X-ის ესკიზები ინტერნეტში მოხვდა

104

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ კომპანია Samsung მოხრილ Galaxy X-ზე მუშაობს.  ამ დღეებში ინტერნეტში გაჟონილმა ესკიზის ფოტოებმა ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, გაშლილ მდგომარეობაში მოწყობილობას თანამედროვე სმარტფონებისთვის დამახასიათებელი გაბარიტები აქვს. შუაში კი შესაძლებელია ღერძის დანახვა, რომელიც სმარტფონს ორ ნაწილად კეცავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კომპანიამ მოხრილი აკუმულატორები გამოუშვა, რომელიც მოხრილი დევაისებისთვის არის განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები