LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხსნა თუ არა მინისტრმა ბექა ხახუბიას დაღუპვის გამო საპატრულო პოლიციის უფროსი

114

საპატრულო პოლიციის უფროსის გოგა რაზმაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შსს-ში, ჯერ-ჯერობით,  კომენტარს არ აკეთებენ.

„პრაიმტამის“ ინფორმაციით, რაზმაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას შს მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გადადგომის მიზეზად გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სახელდება, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გორთან, სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს, რომელიც პატრულის მოთხოვნას არ დაემორჩილა, გზა სატვირთო ავტომობილით გადაუკეტეს, რა დროსაც მძღოლმა ავტომობილის დროული გაჩერება ვეღარ შეძლო და სატვირთოს დაეჯახა. შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის ვაჟი გახლდათ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მომხდარზე სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც დაეკისრა და სწორედ ამ მიზეზით, გოგა რაზმაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რაზმაძის გათავისუფლების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. გოგა რაზმაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დავით ცინარიძე შეცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g