რუსო ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სპეციალური დანადგარის ფოტოებს, რომელიც მოხუცების გადასაადგილებლად სჭირდებათ. ის ასევე ავრცელებს ანგარიშის ნომრებს მათთვის, ვისაც შეუძლია, დახმარება გაუწიოს და შეძენაში დაეხმაროს.
გთავაზობთ სტატუსს:
„დანადგარი, რომელიც ჰაერივით გვჭირდება, შეიძლება ჰაერზე მეტადაც.
დანადგარი, რომელზეც ვოცნებობდი დედ- მამის ავადმყოფობის დროს. მათი ეტლში გადასმა ჩემთვის ფიზიკურად უმძიმესი იყო. არ ვიცოდი, რა ფორმა ჰქონდა ამ ნივთს, უბრალოდ წარმოვიდგენდი ხოლმე.
გუშინჰ როგორც იქნაჰ ვიხილე.
უმარტივესი კონსტრუქცის ელექტრომოწყობილობაა, რომელიც 300 კგ ტვირთს მარტივად წევს და გადააქვს სხვა ადგილზე.
წლების მანძილზე გვყავს მწოლიარე ავადმყოფები, რომელთაც ვცდილობთ, მზის სხივი არ მოვანატროთ. ეტლზე გადმოგვყავს და შემოდგომის თბილ დღეებში ეზოში გამოგვყავს, პანსიონატის კოლიდორებში დაგვყავს, სადილო ოთახში გაგვყავს. რა ძალისხმევის ხარჯზე, ეს მე ვიცი და ჩემმა გოგოებმა – მზრუნველები მყავს მხედველობაში.
ეს დალოცვილი ნივთი რამდენად გაადვილებდა ამ შრომას და რა ბედნიერს გახდიდა ლოგინს მიჯაჭვულ ჩემ ბებოებს და ბაბუებს.
ჩემო მეგობრებო გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემი თხოვნა.
იქნებ მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი დაგვეხმაროს ამ დანადგარის შეძენაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება პანსიონატში და უამრავ ადამიანს დაეხმარება.
მომწოდებელმა, რომელმაც გაიგო რა გულით გვინდა ყიდვა დაგვპირდა, რომ არ გაყიდის, დაგველოდება და გვაძლევს მესამედ ფასში, რაც გადაიხადა ადგილზე ამერიკაში.
დანადგარს 3000 ლარად მოგვცემს, არადა, ამერიკაში იგივე რაოდენობის დოლარია გადახდილი“.
მიმღები : რუსუდან ბერიძე პ/ნ01026002191;
საქართველოს ბანკი:GE16BG0000000649374200;
თიბისი ბანკი : GE63TB7831545064300011;
არ არსებოს დიდი და პატარა სიკეთე, მადლობელი ვართ თითოეული ლარისთვის.