LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლევადიან პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობა არ უნდა გვქონდეს – ფინანსთა მინისტრი

49
173008574-4017940064910943-1442935994767560502-n

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე თვეში ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს. როგორც მინისტრმა განმარტა, ექსპორტის ზრდასთან ერთად, ლარის კურსთან მიმართებით რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი.

„ეს არის გადმორიცხვები – რომელიც საკმაოდ გაზრდილია ბოლო პერიოდში და კლება არ გვაქვს. მეორე – ექსპორტი, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ზრდა გვქონდა. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვეშიც მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს ექსპორტის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ შემოდინებების ნაკადების აღდგენა ხდება. მესამე – ტურიზმის მიმართულება, რომელიც დამოკიდებულია პანდემიის მართვასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ცნობილია, რომ ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებშიც სირთულეებით დაიწყო. თუმცა ყველა ინფორმაციით რაც გამაჩნია, არის მოლოდინი, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. ეს კი ერთ-ერთი განმაპირობებელია, რომ შევძლოთ ეკონომიკის სრული გახსნა, წელს ტურიზმის ნაწილობრივ და მომავალ წელს მნიშვნელოვანი აღდგენა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ ყველა ეს ფაქტორი გვაძლევს მოლოდინს, რომ ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g