LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვს

yarajala_aqcia

რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.

როგორც მოკლული რადიმ ყურბანოვის მამა აცხადებს, მისი შვილის მკვლელობა, 10 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ, რომ ოჯახი და მთელი მათი საგვარეულო გადასახლდეს ამ სოფლიდან. 10 წლის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარში სამწყემსად იყო მამაჩემთან ერთად, იქ გვქონდა თოფი. ამ მკვლელის ძმამ აიღო და შემთხვევით გაისროლა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ და პოლიციამ არ გაგვამტყუნა, მაგრამ მამაჩემი მაინც იჯდა ციხეში. ახლა ამათ შვილი მომიკლეს, არ გაჩერდებინ და არც ჩვენ გავჩერდებით. პოლიციას რომ ჩაბარდა, ეს საკმარისი არ არის. გადავწვავთ მათ სახლებს,“ – განაცხადა მოკლული ახალგაზრდის მამამ, რადიმ ყუბანოვმა.

მკვლელობა პარასკევს მოხდა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g