LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფლებაზე: აკაკი მინაშვილი

79
აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომ ოპოზიციის მთავარ პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდეს.

მისივე განცხადებით, “კვანძის გახსნა” “ქართულ ოცნებაზეა” დამოკიდებული.

„მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ, უნდა იყოს თავისუფლებაზე. იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძის გახსნა, მთლიანად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ თუ „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე არ წამოვა, მაშინ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ისე გაგრძელდება, როგორც არის, ძალიან სამწუხარო იქნება. ვინაიდან, ყველა თემაზე მიმდინარეობს საუბარი, ყველას აქვს გათავისებული, რომ ორი მთავარი საკითხია, თუ ამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდა კონკრეტული შეთანხმება, შეთანხმება ვერ შედგება“,- აცხადებს მინაშვილი.

 

mazda magti 5g