LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებებში, მაქვს მხოლოდ ერთი მხარის – “ქართული ოცნების” იმედი, ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობასაც: შალვა პაპუაშვილი

76
შალვა პაპუაშვილი

“მოლაპარაკებებში, მე, პირადად, მაქვს მხოლოდ ერთი მხარის – “ქართული ოცნების” იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც.” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, მმართველი ძალა პროცესიდან მაინც საუკეთესო შედეგს გამოიყვანს.

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში დაგეგმილ მორიგ ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, კრისტიან დანელსონი საქართველოში კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ ჩამოვა.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში, მოსახლეობასაც “ქართული ოცნების” იმედი აქვს:

“როგორც ოფიციალურად განაცხადეს, კრისტიან დანელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის – “ქართული ოცნების” იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც. ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებებში “ქართული ოცნების” იმედი აქვს.

ფასილიტაციის პროცესი მართალია, უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად, იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და საარჩევნო რეფორმას ვატარებთ. მართალია, მედიაციის პირველი ეტაპიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ იქ განხილული საკითხებიც სერიოზულად აღვიქვით და გუშინწინ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებების ინიცირება მოვახდინეთ.”- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

17-მა დეპუტატმა ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს – პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ იღებენ

ეს ჰგავს პატარა პარტიების მიპატიჟებას პარლამენტში, რაღაც კონკრეტული ბენეფიტების სანაცვლოდ: მეგრელიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

შეგახსენებთ, მედიატორი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პირველი ვიზიტით 12 მარტს ეწვია.

დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დანიშნა.

კრისტიან დანიელსონის მთავარი მისია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვაა.

მან საქართველოში ყოფნის დროს შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, მმართველ გუნდთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დიპლომატმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმეზე შეთანხმდნენ.

პოპულალურები