LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვა „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს შეისყიდის

83

მოლდოვის რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ”დელტადან” აცნობეს.

როგორც სამცნიერო-ტექნიკურ ცენტრში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება „დელტას“ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს. სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.

პროექტის ღირებულება ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა, გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g