LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვაში ბიულეტენების 97%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მაია სანდუმ ხმათა 41.55 პროცენტი მოიპოვა – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

146
მაია სანდუ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. 

მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა.

პრეზიდენტი – მინდა მივმართო მაია სანდუს, იმედი მაქვს, შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება – ასევე, მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის: ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!

სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, მაია სანდუს, ასევე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g