LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

351
343596403_1645961182542512_4840475600180557489_n (1)

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 19 ივნისია.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის  50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

(R)

magti 5g