LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლოდინი გაგვიმართლდა და მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა – პრეზიდენტი საქართველოს ექიმის გათავისუფლებას ულოცავს

145
255943245

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტი  გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ექიმის გათავისუფლებას ულოცავს.

“დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა,” – წერს “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ორეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი  ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g