LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოტანა რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირდება – ომბუდსმენი

70

“მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ,”  – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენი ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ მკაცრი ნარკოპოლიტიკა უწყობს ხელს შავ ბაზარზე “მკვლელი ნარკოტიკის” გავრცელებას.

“ჩვენ ვემხრობით ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რომელიც მიმართული იქნება, როგორც პრევენციაზე, ასევე ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე. რაც შეეხება შავ ბაზარსა და მკვლელ ნარკოტიკებს, ჩვენს კვლევაში მოყვანილი გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უწყობს ხელს მსგავსი ტიპის მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოსვლას, მათ შორის, შავ ბაზარზე იმიტომ, რომ ხშირად კუსტარულად ხდება ნარკოტიკების დამზადება და ნარკომომხმარებლები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ფაქტის დამალვას.

ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც გამოიხატება როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე მათ მიმართ სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურების მიწოდებაში. თუმცა, ამავე დროს განმარტებას გავაკეთებ იმაზე, რომ ლიბერალური მიდგომა არ გულისხმობს მათ შორის ლიბერალურ მიდგომას ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. ლიბერალური მიდგომა გულისხმობს ლიბერალურ დამოკიდებულებას, რეაბილიტაციას და დახმარებას ნარკომომხმარებლების მიმართ იმისათვის, რომ მათ არ მოიხმარონ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები და ჰქონდეთ სამედიცინო მხარდაჭერა,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g