გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიურმა დოქტორი, პროფესორი მადონა ჯუღელი განმარტავს, რამდენად მავნე შეიძლება აღმოჩნდეს სტრესი ორგანიზმისთვის. კითხვაზე, კონკრეტულად, რას ვნებს სტრესი ყველაზე მეტად, მადონა ჯუღელი განმარტავს:
„ხანგრძლივი და ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ნეიროენდოკრინული ძვრები იწყება. საწყის ეტაპზე პირველი სტრესული ჰორმონი – კორტიზოლი ირთვება, მასთან ერთად აქტიურდება ინსულინი და სწორედ ჰიპერინსულინემია იწვევს მომატებულ თმიანობას, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევას და პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომს. ქრონიკული სტრესი კი, ადრეული მენოპაუზალური პერიოდის, საკვერცხის ადრეული განლევის, ვაგინალური დისბაქტერიოზის და სხვა დარღვევების მიზეზი ხდება“ – განაცხადა მადონა ჯუღელმა „ავტორადიოს“ ეთერში.
არა შაქარს! – მადონა ჯუღელი ქალებს მავნე პროდუქტებზე უარის თქმას ურჩევს

