LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ კვირას პრემიერი საზოგადოებას დასაქმების პროგრამას წარუდგენს

93
272883046-146667444454476-800365363939169045-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

როგორც დავითაშვილმა განმარტა, აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

“ძალიან ბევრი პროგრამა იგეგმება 2022 წელს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და საბოლოო ამოცანა და მთავარი ამოცანა არის ის, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერს აქცენტი, მათ შორის, იცით, რომ ჩვენ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათეულობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შევქმნით. ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. უკვე მომდევნო კვირას ამ პროგრამის პრეზენტაციას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი. ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი დასაქმების სტიმულირების”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g