LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ კვირაში მთავრობა ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმებას დაიწყებს

108
93795689-2940886482667658-8782661963688706048-o

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესების ამოქმედებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას არ გეგმავს.

„მინდა, მივმართო ბიზნესს და გავაკეთო გარკვეული განმარტებები, დღეს ვიმყოფებით ახალი გამოწვევების წინაშე და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კრიტიკულ ეტაპზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ჩვენი ერთობლივი ინსპექციები აქტიურად ახორციელებენ ბიზნესების შემოწმებას იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ახალ გაიდლაინებს. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა. მინდა, ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდელი, რომ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ პერიოდს მთავრობა ძალიან აქტიურად გამოიყენებს, იმისთვის, რომ დასრულდეს ბიზნესების მონიტორინგი და გადამოწმება, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი სტანდარტებს.

გარდა ამისა, მინისტრმა ისიც დაანონსა, რომ მომავალ კვირაში დაიწყება ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმებაც, რადგან ეკონომიკის ამოქმედების პროცესში, ეს იქნება პირველი პრიორიტეტული ბიზნესსაქმიანობა.

“შემდეგ კვირაში, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ ეს სექტორი იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას“, – განმარტა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g