LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი არქიტექტორები შენობების ენერგოეფექტურად დაპროექტებას ისწავლიან

118

 აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების სასწავლო აუდიტორია გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” შპს ”ნოვადან” აცნობეს, სასწავლო აუდიტორია ოთხმხრივი მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც შპს „ნოვას“, თურქულ კომპანია „იზოჯამს“, ექსპერტთა კავშირ „მდგრადი ენერგია და გარემო“–სა და „თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის“ 2014 წლის 5 ნოემბერს გაფორმდა.  პროექტი კი განხორციელდა შპს „ნოვა“-სა და კომპანია „იზოჯამის” ფინანსური მხარდაჭერით.

”აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს   ენერგოეფექტურობის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების სასწავლო აუდიტორია წარუდგინოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და დამსწრე საზოგადოებას.  აჩვენოს მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტურის, სამშენებლო და  ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინება  პროექტის შემუშავებისა,  თუ შენობათა რეკონსტრუქციის დროს”, – განაცხადეს შპს ”ნოვაში”.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ამ მიმართულებით სამინისტროებს, საელჩოებსა და უნივერსიტეტებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის საკითხები განიხილება. აუდიტორიის გახსნას დაესწრებიან  თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე   ირმა ქავთარაძე; Winrock International (USAID) -ის  დირექტორი ინგა ფხალაძე, კომპანია ”იზოჯამის” ტექნიკური მარკეტინგის დირექტორი –  ქემალ ბაირაკტარი და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიების 25 მარტს 12 საათზე გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მეშვიდე სართული, 708 აუდიტორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g