LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი მძღოლი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 59-ჯერ ჩაიჭრა

117
_131914376_gettyimages-116840879

მართვის მოწმობის აღების მსურველმა თეორიის გამოცდა მხოლოდ მე-60 ცდაზე აიღო. BBC-ის ინფორმაციით, ეს ეროვნული ანტირეკორდია.

ცოტა უიღბლო და ამავდროულად ძალიან მონდომებული ბრიტანელის ვინაობა და სქესი არ ზუსტდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მან გამოცდის ჩასაბარებლად 60-მდე საათი და 1500-მდე გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული გამოცდა 50 კითხვისგან შედგება და მათგან მინიმუმ 43-ზეა სწორი პასუხი საჭირო. შემდეგი ეტაპი მოიცავს ვიდეო ტესტირებას, კანდიდატს სხვადასხვა საგზაო სიტუაციებს აჩვენებენ და მან სწორი გამოსავალი უნდა იპოვოს.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდის ავტორი ქალაქ ჰალში ცხოვრობს და მან გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 57-ე ცდაზე შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები