LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი ორი წლის განმავლობაში Aston Martin 10 სიახლეს წარადგენს

44
astonmartin201223

Aston Martin–ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ტობიას მერსმა  ბრენდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ტოპ–მენეჯერის თქმით, ორი წლის განმავლობაში ბრიტანული მარკა არსებული მოდელების 10 ახალ ვარიაციას წარადგენს, თანაც პრიორიტეტი კროსოვერებს მიენიჭება.

ტობიასი არ აკონკრეტებს თუ რომელ მოდელებს გაუჩნდება ახალი მოდიფიკაცია, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც გასაჯაროვდა. ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, Legonda–ს  ელექტრონულ ბრენდად გადაქცევა ჯერ–ჯერობით დაპაუზდა და მწარმოებელი მთელ ძალებს DBX–ის ოჯახობის განვითარებას მოახმარს. თანაც, კროსოვერს რამდენიმე ვარიაცია გაუჩნდება – დაწყებული შვიდადგილიანი „კუპეთი“, ჰიბრიდითა და ელექტრონული ვერსიით დამთავრებული.

Aston Martin–ში არ მალავენ იმას, რომ ახალი მოდელების აგრეგატებს Mercedes-AMG–ისგან მიიღებენ. თუმცა, აგრეგატები ამიერიდან ინდივიდუალურად დამზადდება და ეს შეეხება როგორც ტრადიციულ, ასევე ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავებსაც.

ბრიტანელები კლასიკურ ძრავზე უარის თქმას ჯერ–ჯერობით არ აპირებენ და შიდა წვის ძრავი გამოყენებაში მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება. 2030 წლიდან ბრიტანეთში ძველებური ძრავების მქონე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად ავტომწარმოებლებსაც ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები