ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.
“განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”
ძვირფასო ახალგაზრდებო მინდა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი სტუდენტობა მოგილოცოთ მთელი გულით, წარმატებები გისურვოთ და ვიქონიო იმედი, რომ აუცილებლად გაათბობთ და გაანათებთ ირგვლივ არემარეს????ისე, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა!
მომავალი უდავოდ თქვენია და არჩევანიც თქვენია, მე თქვენ მეიმედებით, ჩემი შვილების თაობა:
“ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!”(აკაკი წერეთელი)
წარმატებები ახალგაზრდებო, წარმატებული და ნაყოფიერი სტუდენტობა“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
“განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”
ძვირფასო…
Posted by Iza Omadze on Friday, 1 September 2023
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა