ვენაში ჩატარებული OPEC-ის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების იგივე მოცულობა – 31,5 მილიონი ბარელი შეინარჩუნონ.
როგორც “ფორტუნას” ”ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს, არსებული ჭარბი მიწოდების პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდა ნავთობის ფასის ვარდნის ტენდენცია. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა და 40 დოლარიანი ქვედა ზღვარი გადალახა.
ამასთან, ამას ემატება 15 დეკემბრიდან ნავთობის ბაზარზე ირანული ნავთობის გამოჩენის მოლოდინი, რის შემდეგაც ანალიტიკოსთა გათვლებით ერთი ბარელი ნავთობის ფასი 25 დოლარამდე შემცირდება.