LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

124
avia1-41590

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება. „თავდაცვის მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა, ჩამოვაყალიბო ჩვენი გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დაიწყება ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოება.

„მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე. სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები