LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლის BRIT Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია

141
photo-collage.png (41)

2026 წლის BRIT Awards-ის გამართვის თარიღად, 28 თებერვალი დასახელდა. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია ლოკალურ ,,გრემის” 46-ედ გასცემს. ღონისძიება მანჩესტერში, Co-op Live-ზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა შოუ ლონდონში არ გაიმართება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2027 წლის დაჯილდოებასაც მანჩესტერი უმასპინძლებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ წაიყვანს დაჯილდოებას და როდის დასახელდებიან ბრიტანული პრემიის ნომინანტები. წლევანდელ ტოპ ნომინანტად და გამარჯვებულად – ჩარლი XCX, ხოლო შარშანდელ, რეი მოგვევლინა.

პირველი მნიშვნელოვანი აღიარება სამშობლოში – 10 წლის შემდეგ, ჩარლი XCX BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა

შეგახსენებთ, რომ BRIT Awards ამერიკული ,,გრემის” ბრიტანულ ანალოგს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები