LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალმა მძღოლმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158–ე ცდაზე ჩააბარა

212
pravadrivenews

ბრიტანელი მამაკაცი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 157–ჯერ ჩაიჭრა, თუმცა არ დანებდა და 158–ე ცდაზე მაინც ჩააბარა. მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მძღოლის დაჯილდოებისთვის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა. მან 3 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რათა ბედი ისევ და ისევ ეცადა.

საბოლოოდ თეორიული გამოცდა მან ჩააბარა, თუმცა რთული წარმოსადგენია თუ რა მოხდება მომავალში, რადგან პრაქტიკული ტესტი ჯერ ისევ ის წინ აქვს.

ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ იმ მძღოლების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლებმაც მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე ვერ აიღეს.

მეორე ადგილს 30 წლამდე ქალბატონი იკავებს, რომელიც თეორიის გამოცდაზე 117–ჯერ გავიდა და ჯერ ისევ ვერ ჩააბარა.

მესამე პოზიციზე 48 წლის ქალი გავიდა და მან მიზნის მიღწევა 94–ე ცდაზე შეძლო.

როდესაც საქმე პრაქტიკულ გამოცდას შეეხება, 72 წლის ბრიტანელ მამაკაცს 43 ცდა დასჭირდა, ხოლო 47 წლის ქალმა კი მართვის მოწმობა 41 მცდელობის შემდეგ აიღო.

ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრებს, რომ თუკი ადამიანს გამოცდის ჩასაბარებლად ამდენი მცდელობა სჭირდება, საჭესთან მისაშვები არც არისო.

თუმცა, ავტო–ექსპერტი მარკ ტონგის პოზიცია სრულიად განსხვავებულია, „ ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, თუკი პირველ ცდაზე არ გაგიმართლა, სცადე და კიდევ ერთხელ სცადე. მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ცხოვრების ერთ–ერთი საინტერესო გამოწვევაა და ზოგიერთ ადამიანს მის მისაღებად სხვებზე მეტი მცდელობა სჭირდება.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g