LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალს ვკარგავთ, სად ხედავთ საქართველოს ეკონომიკას, რომელ საერთაშორისო ინვესტიციებს ელოდებით – აკაკი ცომაია

42
20190103131633

„მომავალს ვკარგავთ ყველა მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირების მომავალს. მთავარი ფასეულობების და ღირებულებების დაკარგვის გზაზე ვართ“, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება ეკონომიკას განვითარების მომავალს უკარგავს.

„საერთაშორისო საზოგადოების გარეშე რა ეკონომიკა წარმოგიდგენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეკონომიკის განვითარება? დავუშვათ, პოლიტიკა რომ დასტაბილურდეს, ჩამოყალიბდეს ავტოკრატიული ტიპის მმართველობა, დიქტატურა, რუსული ტიპის მმართველობა, სად ხედავთ საქართველოს ეკონომიკას? რომელ საერთაშორისო ინვესტიციებს ელოდებით, ვინმე გადაწყვეტს საქართველოში ინვესტირებას, ხალხის დასაქმებას, პროექტების განვითარებას? რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს?“ – განაცხადა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები