ბევრი ქალისთვის მანიკურის გაკეთება რთული საქმეა და ლაკის წასმა ფრჩხილებზე არც ისე კარგად გამოსდით. როგორც ჩანს, პრობლემა წარსულში დარჩება – ბაზარზე გამოჩნდა ფრჩხილების ლაკი აეროზოლის ბალონში, რომელსაც, შესაძლოა, მომავლის კოსმეტიკაც ეწოდოს. კომპანიამ ვიდეორგოლი „იუთუბზე“ განათავსა.
პირველ რიგში, წაისვით ფრჩხილზე უფერო ლაკი, შემდეგ კი სპრეი. ამის შემდეგ კანიდან წყლით მოიშორეთ სპრეი – იდეალური მანიკური მზად არის!