საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის”, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების” საკონცერტო ტურნე გამართა, მასტერკლასების, ღია გაკვეთილებისა და მეთოდური ლექციების თანხლებით, სადაც მონაწილეობდნენ „მომავლის ვარსკვლავების” პრიზიორები და ლაურეატები.
მასტერკლასები ფორტეპიანოში, ვოკალსა და სიმებიან და ჩასაბერ ინსტრუმენტებში ჩაატარეს პროფესორ-მასწავლებლებმა „მომავლის ვარსკვლავების” ჟიურის შემადგენლობიდან.
ფესტივალი, რომელსაც მუსიკოსი და ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, ნინა კუპატაძე ხელმძღვანელობდა, საქართველოს 12 ქალაქში გაიმართა და თავისუფალი დასწრებით კლასიკური მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლა.



