LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია

233
BOOST Brown Minimalist Pitch Deck Presentation

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას დაღუპვას მეგობარი ლადო გამსახურდია ეხმაურება.

“ეს ვაჟკაცი ბიჭი კიევში ეკლესიაში გავიცანი მიშა კაპლანის გაცილების ცერემონიალზე.

მან მითხრა, რომ ჩვენს აქტივობას აკვირდება და მოსწონს. მამა მხედრიონის ერთერთი ჯგუფის მეთაური იყო, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა ვაჟკაცურადო (ვიდეოც მაჩვენა) ზვიადისტები არ ვართ, მაგრამ ერთად ვიბრძოლოთო, თუ რამეში დაგჭირდეთ გვიგულეთ გვერდითო, ის დრო არ არისო.

“კავკასიის ლეგიონს” რიცხობრივად თუ გავზრდიდით უნდა გადმოგვეყვანა, თანადგომას მპირდებოდა, მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!”, – წერს ფეისბუქში ლადო გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები