LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ ია ტომაშის დედას დახმარება სჭირდება: „ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: „არ ვიცი” და „ალბათ”

289
ტომაშის-დედა

მომღერალი ია ტომაში საზოგადოებას მიმართავს დახმარების თხოვნით, ვინაიდან მის დედას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მომღერალი ანგარიშის ნომრებსაც აქვეყნებს, სადაც სურვილის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

„გამარჯობა.

გწერთ, იმიტომ, რომ ჩვენც დაგვჭირდა თქვენი დახმარება.

დედას 2 წელზე მეტია ჯანმრთელობის პროგრესირებადი პრობლემა აქვს.

გამოკვეთილი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ატაქსია, მოძრაობისა და მეტყველების გაძნელება, და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ათეულობით ექიმთან, ჩავუტარეთ სხვადასხვა ინტსტრუმენტული, ფიზიოლოგიური და მედიკამენტური ტესტი, დიაგნოზის დასმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. სავარაუდო დიაგნოზებია მულტისისტემური ატროფია, მიასთენია, ან სხვა მამოძრავებელი სისტემის დისფუნქცია. თუმცა, ყველა შემთხვევაში არის დიდი კითხვის ნიშანი.

ყოველ ჯერზე ვაწყდებით ახალ ჩიხს და ვეხეთქებით ახალ კედელს.

ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: “არ ვიცი” და “ალბათ”.

ავადმყოფობა კი ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ, მე და ჩემმა დამ, გადავწყვიტეთ, წავიყვანოთ საზღვარგარეთ, სანამ კიდევ უფრო გართულდება მისი მდგომარეობა, იმის იმედით, რომ დიაგნოზს მაინც დაუსვამენ.

წარმოუდგენელი გრძნობები იბადება, როცა უყურებ დედას ემოციურ და ფიზიკურ ტანჯვას და ვერ ეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე და ჩემი და მზად ვართ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება დედას გადასარჩენად, ამიტომ გთხოვთ დახმარებას.

ვფიქრობთ პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში წაყვანას, რომელიც ზუსტად მოძრაობის გართულებაზეა ორიენტირებული. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო უფასო დაზღევევას მიანიჭებს რაღაც ეტაპზე, მანამდე კი თქვენი იმედი გვაქვს. დასაწყისისთვის $20,000 გვჭირდება.

ძალიან გვიჭირს ამაზე საუბარი და ვიცით, რომ ყველას თავისი პრობლემა და გასაჭირი აქვს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფოს იმედი გადაგვეწურა და თქვენი, თითოეული ადამიანის, საერთო ძალების გაერთიანებას გთხოვთ. ჩვენთვის თითო ლარიც მნიშვნელოვანია ახლა. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით, მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!!!!

გთხოვთ, დაგვეხმაროთ მე და ჩემს დას, რომ დედას დიაგნოზი გავარკვიოთ და სწორი მიმართულებით დავიწყოთ მკურნალობა.

#formom #დედასთვის

GEL:

#GE16BG0000000499212380

#GE51TB7913936515100033

USD:

#GE42BG0000000535815153

#GE74TB7913936615100023

(მიმღები – ანა ტომაშ)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g