LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

108

ირაკლი ნოზაძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა მომღერლის დღეს გამოკითხვა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე დღეს უნდა გამოკითხონ. სავარაუდოდ, დღესვე უნდა ცნონ ის დაზარალებულად.

ღუდუშაურის კლინიკაში გამომძიებლები გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მომღერალი წერეთელზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g