მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
მომღერალი ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მომღერლის ოჯახს.