ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ, ირინა შეიკს დედამ და დამ ჩააკითხეს. 33 წლის მოდელის მხადასაჭერად ოჯახი სრულ მზადყოფნაშია. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მხიარული და მომღიმალი მოდელი ნიუ-იორკში დედასთან ერთად მაშინ დააფიქსირეს, რიოდესაც ის სასეირნოდ იყო გამოსული. ირინას დედა, ოლგა შაიხლისლამოვა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, შვილს ხშირად სტუმრობს.
ირინა ბრწყინავდა შავი ფერის ტოპსა და ჯინსის შარვალში. სპორტულ ანსამბლს კი შლაპა და მზისგან დამცავი სათვალე ასრულებდა.