LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომიტევეთ, მაგრამ გამოთქმული “მწუხარება” ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება – იმამი ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიაზე

126
1

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს სოციალურ ქსელში ჭელის მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძე ეხმიანება და წერს,  რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ქვეყანაში არსებული განუკითხავი მდგომარეობის ნათელი მაგალითია.

იმამი აცხადებს, რომ ტრაგედიის დროს დაღუპულები ერთი მხრივ, მსხვერპლნი არიან სახელმწიფოს უნიათობისა და  უპასუხისმგებლობის, მეორე მხრივ კი საზოგადოების გულგრილობის.

“სამძიმარი

ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ნათელი მაგალითია ქვეყანაში არსებული განუკითხავი მდგომარეობისა.

ჩვენს საზოგადეობას ჩვევად აქვს ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ ვიშვიში მანამდე კი სძინავთ ტკბილი ძილით.

ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანები მსხვერპლნი არიან, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრივ უნიათობის, უპასუხისმგებლობის, მეორე მხრივ საზოგადეობის გულგრილობისა მომიტევეთ მაგრამ ორივე მათგანის მხრიდან გამოთქმული “მწუხარება” ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება.

(მომხდარ ტრაგედიაზე მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. სადაა სახელმწიფო მაშინ, როცა უკანონოდ, თვითნებურად ხდება ყოველდღე მიშენება, დაშენება, ან სადაა ამ დროს საზოგადეობა, რომელიც ხედავს ამ ყველაფერს და ჩუმადაა?!)

ასეთი ტრაგედიებიდან რაც მალე გავაკეთებთ ანალიზსს და რაც მალე გამოფხიზლდება ხელისუფალიც და ერიც, მით უკეთესი.
მწუხარებას გამოვთქვამ მსხვერპლად შეწირული ადამიანების დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
პატივიცემით ჯამბულ აბულაძე”,  – წერს ჭელის მეჩეთის იმამი.

 

magti 5g