დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ხელი ურევია. განცხადება ამის შესახებ მან რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი არ მგონია, მომკალით და არ მგონია. თვითონ ეს გუნდი და ოცნების დეპუტატები აზრზე არ არიან იმ თამაშის რა თამაშსაც ივანიშვილი თამაშობს. დამოუკიდებელ ფიგურად მე სალომე ზურაბიშვილს ვერ ვხედავ“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
„საზოგადოება შეურაცხყოფილია“ – გივი მიქანაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
„დიახ, შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი გახდეს სამიზნე მმართველი გუნდის მხრიდან, იმიტომ რომ ივანიშვილი შეეცდება ახალი ძალის შექმნას და ხომ არ დაიწყებს ამას უმრავლესობაში. ამას დაიწყებს მოოპოზიციო ელემენტებში, ან ვისაც დარტყმას აყენებს “ქართული ოცნება”. თუ სალომე ზურაბიშვილს დიდ დარტყმას მიაყენებს დიდი შანსია, რომ მის გარშემო რაღაც კონსოლიდირება მოხდეს. არ გამოვრიცხავ რომ ბიძინა ივანიშვილმა გაწიროს პოლიტიკურად გამოყენებული ადამიანები გუნდში, რომლებიც აცდენილები არიან პროგრესს და გამოიყენოს სალომე ზურაბიშვილი“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.
ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი