LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელი ნებისმიერი მომსახურების მიღებას ბანკის ერთ თანამშრომელთან შეძლებს

111

საქართველოს ბანკმა საბანკო მომსახურების ახალი მოდელის დანერგვისა და ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა. საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან- ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

მათივე ცნობით, საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. დღეს, ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვის ცენტრი გაიხსნა. ახალი სერვის ცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. როგორც ბანკში აცხადებენ, სერვის ცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.

”ახალ სერვის ცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება განახორციელოს სასურველი ოპერაციები”, – აღნიშნეს საქართველოს ბანკში.

მათივე ცნობით, 2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს ბანკმა დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერვის ცენტრები გაიხსნა. ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, საქართველოს ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას ჭირდება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები