LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკმა „თელასი“ 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა

77
სემეკი

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკმა „თელასი“ 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“, ჯარიმის რაოდენობა 75 000 ლარი განისაზღვრა.

სემეკის თავმჯდომარის დავით „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, „თელასის“ მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს.

„გარდა დაჯარიმებებისა, კომპანიებს მიეთითებათ, რომ ზედმეტად განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ უახლოესი ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია დაკორექტირების შესახებ. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები და დარიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებული ჯარიმებით დაჯარიმდებიან“, – აღნიშნავს ნარმანია.

მისივე თქმით, ზედმეტი თანხა, რომელიც მომხარებლებმა ივლისის თვეში გადაიხადეს, ზედმეტობაში დაუჯდებათ და მომდევნო თვის ანგარიშსწორებისას მოხდება მათი გაქვითვა.

პოპულალურები