პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია” თავის მომხმარებელს მორიგ სასიამოვნო შეთავაზებას უმზადებს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ლუტეციას მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიამ რობიტაშვილმა აღნიშნა, 21 მაისს პეკინის 25 სა და ჭავჭავაძის 42 ნომერში მდებარე ლუტეციას მაღაზიებში ESTEE LAUDER-ის დღე გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, ESTEE LAUDER პრემიუმ კლასის ბრენდია და სუნამოების, კოსმეტიკური საშუალებებისა და მოვლის საშუალებების ფართო არჩევანით გამოირჩევა.
”2007 წლიდან ESTEE LAUDER-ის ჯგუფის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, პარფიუმერული ქსელი „ლუტეციაა“. ამ ჯგუფში 25-მდე მსოფლიოში ცნობილი ბრენდი შედის.
„ყველა ქალბატონს შეუძლია იყოს ლამაზი“ – ასე ამბობდა ესტე ლაუდერი. რა თქმა უნდა, ყველა ქალბატონს შეუძლია განავითაროს თავის სილამაზე და შარმი ESTEE LAUDER-ის ფართო პროდუქციის არჩევნით. ხოლო 21 მაისს მომხმარებელს ექნება საშუალება მიიღოს:
– 30% ფასდაკლება ESTEE LAUDER სუნამოებზე, ასევე დეკორატიულ, მოვლის საშუალებებზე”, – განაცხადა რობიტაშვილმა.
ლუტეციას ფილიალები პეკინის 25 ნომერსა და ჭავჭავაძის 42 ნომერში მდებარეობს. მაღაზიები ყოველდღე 10:30-დან 21:00 საათამდე მუშაობს.