LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომსახურებები, რომელებიც მიწის რეგისტრირების დროს უფასო იქნება

80

მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების პროცესში საჯარო რეესტრის მიერ გარკვეული სახის მომსახურება უფასო იქნება. ამას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილებები და მიწის რეგისტრაციის რეფორმა ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის სხდომაზე მოიწონეს და განსახილველად პარლამენტში გადააგზავნეს.

კანონპროექტის მიხედვით უფასო გახდება:

  • საჯარო რეესტრის მიერ დოკუმეტების მოძიება და სისტემატიზაცია;
  • ნოტარიუსის მიერ გარიგების აქტის დამოწმება და სანოტარო მედიაცია;
  • სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში მედიატორის მომსახურება; 
  • მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
  • ფაქტების კონსტატაცია, რომლსაც საჯარო რეესტრი გამოიყენებს ადგილზე გასვლის დროს გარემოებების დამტკიცების მიზნით.

მუშავდება და დარეგულირდება საამზომველო მომსახურების ფასებიც.

„მთავრობა იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების ჩართულობით, შეიმუშავებს ფინანსური მექანიზმის კრიტერიუმებს, რაც საამზომველო საქმიანობის გადასახადს უაკავშირდება. ეს კერძო სფეროა და მთავრობასთან არ აქვს კავშირი. ზოგიერთი ამზომველი ამ საქმიანობაში იღებს 50 ლარს, ზოგიერთი 500 ლარს, გვინდა, რომ შევქმნათ ზღავრი, თუ რა უნდა ღირდეს ერთი ჰექტრის აზომვა“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

magti 5g