ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილ ჯგუფში სახელწოდებით „დაიტოვე“ პოსტს აქვეყნებს და რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოსულ ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სთავაზობს.
„მეგობრებო, ამ პოსტზე მომწერეთ რეგიონიდან ჩამოსულმა ადამიანებმა, რომლებიც თბილისში ხართ და აპირებთ დარჩენას.
ასევე, ფიზიკური დაზიანება ვინც მიიღეთ. დაგჭირდათ თუ არა საავამდყოფო, მნიშვნელობა არ აქვს.
დღეს დამჭირდება მოხალისეები
გეძებთ, რომ ვუზრუნველყოთ თქვენი კვება და დასარჩენი თუ გაქვთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს, 30 აპრილს შეიქმნა.